четверг, 30 апреля 2015 г.

суббота, 28 марта 2015 г.

შემაშფოთებელი ცნობა სრულიად მართლმადიდებლური კრების შედეგების შესახებ

ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ რესურსზე გავრცელდა ასეთი სახის ცნობა: "ჩვენამდე მოაღწია საგანგაშო ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სტამბულის ფორუმის დამთავრების შემდეგ (იგულისხმება 2016 წელს დაგეგმილი ე. წ. "8-ე მსოფლიო კრება" - რედ.), რომელსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი უწინამძღვრებს, რუსეთის ეკლესიის ყოველი მღვდელმსახურისგან მოითხოვენ პირად ხელმოწერას თანხმობაზე მერვე კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იქ კი, როგორც ვიცით, დაგეგმილია არა მარტო გრიგორიანული კალენდრის დამტკიცება და მარხვების ან გაუქმება ან კიდევ შემცირება, არამედ ეკუმენიზმის დამტკიცებაც, ანუ ძმობა და ერთობა მწვალებლებთან და არაქრისტიანებთან, თვით ეგზოტიკური მწვალებლობების ჩათვლით. როგორც ამბობენ, გლობალიზმისა და ტოლერანტობის სახელით, ეს უნდა გახდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალდებულო დოქტრინა. ხომ არ არის ეს მსოფლიო მთავრობის მოთხოვნებისადმი გუნდრუკის კმევა? ის, რასაც ნერგავს ყბადაღებული ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, უკვე ეკლესიას უნდათ თავს მოახვიონ. ეს კი სამოციქულო ეკლესიის განადგურებას და გათქვეფვას მოასწავებს. იმ კლერიკოსებს, ვინც ეკუმენისტური შეკრების დადგენილებებს ხელს არ მოაწერენ, დაითხოვენ. ვისურვებდით ამგვარი ინფორმაციის უარყოფას უშუალოდ მღვდელმთავრებისგან.

მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა იმედით აღიქვეს მიტროპოლიტ ილარიონ ვოლოკოლამელის ცნობა იმის შესახებ, რომ რმე-ს მღვდელმთავრობა განუწყვეტლად შეატყობინებს კლერიკოსებსა და ერისკაცთ 2016 წლის სრულიად მართლმადიდებლური კრების მომზადების შესახებ. მაგრამ დრო გადის, ცნობები კი არანაირი არ გვაქვს. არ გვინდა იმის დაჯერება, რომ ამ "8-ე მსოფლიო კრებისთვის" მზადება მიდის სრული სვლით, ოღონდ განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ ვითარებაში; და, რომ მართლმადიდებელ ერს რაღაცაას უმალავენ.
წყარო: http://dsnmp.ru/trevozhnaya-informatsiya-zayavlenie-dvizheniya-soprotivlenie-novomu-mirovomu-poryadku/